პარლამენტის შენობაში საპოლიციო ძალებს ამატებენ

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის განხილვის დაწყების პარალელურად, პარლამენტის შენობაში საპოლიციო ძალებს ამატებენ. 

ამის ამსახველ ვიდეოს პარლამენტის წევრი, ანა ნაცვლიშვილიც ავრცელებს და ამბობს, რომ "ძალოვანებით გაჭედილ პარლამენტს" პოლიციის ახალი შემადგენლობა დაემატა.

შეგახსენებთ, რომ "ოცნების" უმრავლესობამ ალტერნატიულ კანონპროექტებს მხარი არ დაუჭირა და ოფიციალურად დაიწყო რუსული კანონის განხილვა. პროექტს მამუკა მდინარაძე წარადგენს.

19:00 სააათზე პარლამენტთან დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. მანამდე კი მოქალაქეთა ნაწილი დღეს დილიდან პარლამენტის უკან არიან შეკრებილნი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი