"წაიღონ უკან ის კანონი, თუ არადა, ვადის გასვლის შემდეგ, პოლიტიკოსებთან ერთად გეტყვით სამოქმედო გეგმას" | ორგანიზატორები

გამოქვეყნდა:

"ეს შეკრება არის დემოკრატიული შეკრება, აქ არის თავისუფალი ადამიანების შეკრება, რომლებმაც უნდა გადავწყვიტოთ რა უნდა ვქნათ. ამიტომ, ჩვენ ველოდებით იმ ვადის გასვლას, რომელიც დავთქვით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, აქ თქვენ ხედავთ, არიან ჩვენს უკან საქართველოს პარლამენტარები, პოლიტიკოსები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ პოლიტიკურ ცხოვრებაში. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები... ნახევარ საათში ჩვენ გეტყვით სამოქმედო გეგმას. წაიღონ უკან ის კანონი მანამდე, თუ არადა მერე ჩვენ ვიტყვით, როგორ ვიქცევით. დრო ცოტაა!

- ამბობს აქციაზე ერთ-ერთი სიტყვით გამომსვლელი რუსთაველის გამზირზე და ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს მიცემულ ვადასთან დაკავშირებით მიმართავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი