არსებული ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტი საგანგებო რეზოლუციის მისაღებად ემზადება

გამოქვეყნდა:

საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტი საგანგებო რეზოლუციის მისაღებად ემზადება. საქართველოზე დებატები სტრასბურგში გაიმართება.  "მთავარის" ინფორმაციით, მიწვეულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, იგეგმება პოლიტიკური ჯგუფების გამოსვლებიც, რის შემდეგაც ევროპარლამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რეზოლუციას უყრის კენჭს.

ამ წუთებში კი ბრიუსელში ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი მიმდინარეობს, სადაც საუბრის მთავარი თემა უკრაინაა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმართა, განიხილონ საქართველოში განვითარებული მოვლენები, არის მოლოდინი რომ ევროკავშირის ლიდერები დახურულ კარს მიღმა ამ საკითხზეც იმსჯელებენ.

სამიტი ორდღიანია და მისი დასრულების შემდეგ, გაკეთდება ევროპული განცხადება.

შეგახსენებთ, "ოცნების" მიერ, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ევროპიდან კრიტიკული განცხადებები გავრცელდა. დასავლელი პარტნიორები "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს რუსული კანონი და აფრთხილებენ, რომ ის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ხელს შეუშლის. 

იხილეთ:



 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი