პარლამენტში დღესაც არ შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და საკანონმდებლო ორგანოში ისევ არ შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს. უსაფრთხოების ყვითელი დონე შენობაში 15 აპრილიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც დაიწყო "ოცნების" მიერ ხელმეორედ ინიცირებული რუსული კანონის განხილვა. 

"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია განცხადებაში.

 იხილეთ: 

🇬🇪 🇪🇺 საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი