არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს რა? | კვიჟინაძე ოფშორების კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ამტკიცებს, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან და მის ოფშორულ ქონებასთან არაა კავშირში არაა.

ამ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. მას პირველი მოსმენით კენჭი გუშინ, რუსული კანონის ასევე პირველი მოსმენით მიღების შემდეგ უყარეს.

"ბატონ ბიძინაზე მინდა ვთქვა, საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, ჯერ ერთი, რომ გადმოიტანოს რა, თქვენ არ იძახით, გაუმჭვირვალეა და რაღაცო? გამჭვირვალე გახდება. რა არის ცუდი თუ გადმოიტანს... არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს რა? ცუდი რა ხდება? გამჭვირვალე გახდება უფრო მეტად, სხვა ცუდი რა ხდება, ამიხსნას ვინმემ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სანქციებთან ამას დააკავშირებს ისეთი ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის სანქციები... ბატონ ბიძინაზე ვერიდები ხოლმე საერთოდ საუბარს, მაგრამ თუ საქართველოში, სახელმწიფოს გარდა, სახელმწიფოს არ ვგულისხმობ, რაიმე კარგი გაკეთდა, ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის ყველაფერი?!" - თქვა პაატა კვიჟინაძემ.

ცვლილებები შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს. კანონპროექტის მიხედვით, ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები 2028 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი