ვაკეში დაჭრილების მდგომარეობა მძიმეა | მომხდარის დეტალები

გამოქვეყნდა:

ვაკეში, ტაბიძის ქუჩაზე დაჭრილი 3 პირიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში იმყოფებიან.
დაჭრილები არიან სერგი ქურთიაშვილი, გიორგი რუხაძე და კახა გაბრიელაშვილი.

"17 რიცხვში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მეშვეობით მოყვანილი იქნა სამი კაცი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. სამივე მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია, ამჟამად ჩვენს კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს 2 პაციენტი. ორივე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ორივეს მდგომარეობა არის მძიმე. მესამე პაციენტი ოჯახის წევრების მოთხოვნით, გადაიყვანეს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში" - ამბობს ექიმი

დაჭრა ვაკეში გუშინ, 17 აპრილს მოხდა. ორმხრივი სროლის ხმა ტიციან ტაბიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის განმავლობაშიო ისმოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, რუხაძეს ცეცხლი  ქურთიაშვილმა გაუხსნა, რის შემდეგაც, საპასუხო ცეცხლი  რუხაძის დაცვამ გახსნა. რუხაძე კაკულიების დეიდაშვილია, ხოლო ქურთიაშვილი ძმების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი. 
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი