საგარეო ლევან იზორიას ბუნდესტაგში დაბარებას უარყოფს

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას ბუნდესტაგში დაბარებას უარყოფს. უწყების კომენტარს ipn.ge ავრცელებს:

"გავრცელებული ინფორმაცია ელჩის დაბარების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ელჩი, კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემებზე, დაინტერესების შემთხვევაში ასევე უზიარებს გერმანულ მხარეს ინფორმაციას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე," - განუცხადეს სამინისტროში გამოცემას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი