"რეალპოლიტიკა": საქართველოს ელჩი ბუნდესტაგში რუსულ კანონზე სასაუბროდ დაიბარეს

გამოქვეყნდა:

გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია "ქართული ოცნების" მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონზე სასაუბროდ, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რეალპოლიტიკა" ევროკავშირის სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება და მთავარი თემა ბოლო კვირებში საქართველოში განვითარებული მოვლენები იქნება.

როდის გაიმართება შეხვედრა, უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი