"ამ კანონს დადებითად აფასებენ მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები - ძალიან ნათელია, რა არის ეს, საიდან მოდის" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"ამ კანონს დადებითად აფასებენ მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები - ძალიან ნათელია, რა არის ეს, საიდან მოდის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Sky News-თან ინტერვიუში საუბრობს.

შარლ მიშელმა, ისევე როგორც სხვა ევროპელმა პარტნიორებმა და [თბილისში მყოფმა] ელჩებმა ამის შესახებ გააკეთეს განცხადება, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ასე რომ, ყველა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ამბობს - „არ მიიღოთ ეს კანონი“. ერთადერთი, რომელიც ამ კანონს დადებითად აფასებს და საქართველოს ხელისუფლებას კომპლიმენტს ეუბნება რუსეთის წარმომადგენლები არიან (დუმა, დიმიტრი პესკოვი - სპიკერი). ამიტომ ძალიან ნათელია რა არის ეს [კანონი], საიდან მოდის და რა არის ის, რაც ქართველ ხალხს არ სურს, - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა უცხოურ LN24-საც. სადაც, ამავე თემაზე საუბრისას, განაცხადა, რომ რუსული სტრატეგია საქართველოს ევროპაში გაწევრიანების შეჩერებაა.

თუ ეს [რუსული კანონი] ვინმეს ინტერესებს ემთხვევა, ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებია. რუსეთი ხედავს, რომ კავკასია ხელიდან ეცლება - დღეს საქართველო, და სომხეთი, უფრო და უფრო მეტად, რომელიც ევროპისკენ იყურება. რუსეთს სურს სრული კონტროლი ჰქონდეს შავ ზღვაზე, უკრაინაზე, ჩვენს ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მას სურს ახალი სამხედრო პორტის გახსნა შავ ზღვაზე. კარგად ჩანს, რომ  რუსული სტრატეგია საქართველოს ევროპაში შესვლის შეჩერებასა და მის ევროპაში დამკვიდრების ხელშეშლას გულისხმობს, რისი წყალობითაც ქვეყანას ექნებოდა უსაფრთხოება, რომელსაც დემოკრატიული თანამეგობრობის წევრობა მოუტანდა, - განცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე:

 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი