მორიგი განცხადება რუსეთიდან, რუსულ კანონთან დაკავშირებით. "ოცნების" გადაწყვეტილებას ამჯერად დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი იწონებს და "ოცნების" მსგავსადვე ამტკიცებს, რომ კანონის მოწინააღმდეგეები „მოქმედებენ სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“.
„ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აიკრძალოს გარე ჩარევა შიდა საქმეებში. ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან კანონის მიღებას, აშკარად მოქმედებენ სხვა სახელმწიფოს ინტერესებით, რა თქმა უნდა, არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - წერს ოკუპანტი Telegram-ში.
ისიც ამტკიცებს, რომ კანონი უცხოური აგენტების შესახებ, აშშ-ში ყველაზე მკაცრია.