ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულება ოკუპანტზე იზრდება | სუს-ის ანგარიში

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხე ისევ რუსული ოკუპაციაა - ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს. ანგარიში 2023 წლის მიმოხილვაა და სუს-ი წერს, რომ 2018 წლის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულება ოკუპანტზე მნიშვნელოვნად იზრდება.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის "სახელმწიფო ბიუჯეტი" 159 მილიონი დოლარი შეადგენდა, საიდანაც რუსული ფულის წილი იყო 40%; ხოლო მეორე ოკუპირებული რეგიონის - ცხინვალის 107 მილიონიანი "ბიუჯეტის" 80% რუსული იყო.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებულ რეგიონებსა და რუსეთს შორის გაზრდილია ტვირთბრუნვაც და 2023 წელს მან 415 მლნ დოლარი შეადგინა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი