ნავალნი გონს მოვიდა და საუბარი შეუძლია - გერმანული მედია

გამოქვეყნდა:

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გონს მოვიდა და საუბარი შეუძლია. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel ავრცელებს.

მედიის ცნობით, პოლიტიკოსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გერმანიის სახელმწიფო კრიმინალურმა პოლიციამ ნავალნის პალატასთან დაცვა გააძლიერა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებენ. 

ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. 

მოგვიანებით, ბერლინის  საავადმყოფომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ნავალნი მოწამლულია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწამვლა 29 აგვისტოს, რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში გააპროტესტეს. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და ნავალნის მოწამვლაში რუსეთის ხელისუფლება  დაადანაშაულა. 

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტითაა მოწამლული

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი