ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს - გერმანია

გამოქვეყნდა:

გერმანიის მთავრობის ცნობით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს. ნოვიჩოკით მოწამვლა ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა დაამტკიცა და ამაში ეჭვი გერმანიას არ ეპარება.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკვე ხვდება მინისტრებს, რათა განიხილონ ყველა ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც მოწამვლის დადასტურების შემთხვევაში გეგმავდნენ. 29 აგვისტოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა თქვა, რომ ბერლინი მზადაადიპლომატიური სანქციები დაუწესოს მოსკოვს, თუ დადგინდება, რომ ალექსეი ნავალნის მოწამლვაში რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები იყო ჩართული

რუსეთში ამ დროისათვის ამბობენ, რომ ნოვიჩოკით მოწამვლის შესახებ გერმანიიდან ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. 

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი 20 აგვისტოს მოათავსეს

ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მისი ცუდად გახდომის დღიდან ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციონერი პუტინის დაკვეთითაა მოწამლული. მეორე მხრივ, კრემლი ყოველთვის უარყოფდა ამ ბრალდებას.

ცნობისთვის, ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა.

ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლა პირველი შემთხვევა არაა. 2018 წლის მარტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის სოლსბერიში მოსაწამლად სწორედ ნოვიჩოკი გამოიყენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი