საქართველოს ეკონომიკური ოკუპაციის გეგმა ამოქმედდა. ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის მორიგი დავალება შეასრულა და კრემლის კრიმინალურ კაპიტალს გზა გაუხსნა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით ოფშორული ზონებიდან საქართველოში შემოტანილი კაპიტალი გადასახადებისგან თავისუფლდება.
ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ამ კანონით არა მხოლოდ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, არამედ კრემლის სხვა ოლიგარქებიც ისარგებლებენ. შედეგად საქართველო გახდება რუსული კრიმინალური კაპიტალის თავშესაფარი დასავლური სანქციებისგან, რომლებსაც პუტინის რეჟიმის მილიარდერი სპონსორები მოელიან.