მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნოს დახმარების პაკეტი, რათა ხელი მოვაწერო | ბაიდენი უკრაინის დახმარებაზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი სენატს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს დახმარების კანონპროექტები - განცხადებას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

„დღეს, წარმომადგენელთა პალატის ორივე პარტიის წევრებმა ხმა მისცეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინსვლას და მკაფიო გზავნილს მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერულ ძალაუფლებასთან დაკავშირებით

მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნოს აღნიშნული დახმარების პაკეტი ჩემს მაგიდასთან, რათა ხელი მოვაწერო მას კანონიერად, რომ შევძლოთ უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის სწრაფად მიწოდება ბრძოლის ველზე მათი გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ჯო ბაიდენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი დღეს დაამტკიცა. პროცედურულად ის უკვე სენატმა უნდა განიხილოს. 

სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, განხილვა 23 აპრილს შედგება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი