აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების $61 მილიარდიანი კანონპროექტი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა კონგრესის ქვედა პალატის 311-მა წევრმა, წინააღმდეგი კი 112 წავიდა.

კანონპროექტის მიღებას კონგრესმენების აპლოდისმენტები მოჰყვა. პალატის წევრებმა უკრაინის დროშები ააფრიალეს.

წარმომადგენელთა პალატამ უარყო უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეების მიერ შემოთავაზებული ოთხივე შესწორება.

პროცედურულად კანონპროექტი ახლა სენატმა უნდა მიიღოს, რის შემდეგადაც მას ხელი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.

გადაწყვეტილებას ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი.

უკრაინის ხალხი გულწრფელ მადლობას უხდის აშშ-ს კონგრესს გადამწყვეტი კენჭისყრისთვის ჩვენი ქვეყნის სამხედრო დახმარების პაკეტზე. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც 10 წელია იგერიებს რუსეთის სასტიკ აგრესიას." წერს ტვიტერზე ერმაკი.

დახმარების პაკეტი ჯამში 95 მილიარდ დოლარზე მეტია, საიდანაც თითქმის 61 მილიარდი უკრაინას გამოეყოფა, დანარჩენი კი განკუთვნილია რეგიონული პარტნიორებისთვის - ისრაელისა და ტაივანისთვის.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი