ახალმა და მოულოდნელმა შეზღუდვებმა ივენთ მენეჯერებს უმძიმესი ფინანსური ზარალი მიაყენა. მათი თქმით, ხელისუფლებამ რადიკალური ზომები მათთან შეუთანხმებლად და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილება მათი პროტესტის მიზეზი გახდა და არ არის გამორიცხული, სფეროს წარმომადგენლებმა აქციებიც გამართონ
ასეთი მოულოდნელი რეგულაციებით, ვფიქრობ, ძალიან ზარალდება ბევრი დარგი, მათ შორის, ჩვენი დარგი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი არის დასაქმებული. კომუნიკაციაც არ არსებობს ამ დარგის წამომადგენლებთან, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. გუშინდელი რეგულაციები, რომელიც მოულოდნელი იყო ყველა ღონისძიების ორგანიზატორისთვის, ასევე უფრო პრობლემატურს ხდის ჩვენს ბიზნესს, ვიდრე მანამდე იყო, - ამბობს ერთ-ერთი ივენთ მენეჯერი.
დღეიდან ძალაში შევიდა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოში ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების აღნიშვნას ეხება.
პირველ ნოემბრამდე გადაიდო თეატრების, კინოს და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნაც.
შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციას არ ეხება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.