ივანიშვილის ოფშორების კანონი | ქვეყნის ეკონომიკური ოკუპაცია შავი ფულით

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის შეფუთვა გამჭვირვალობის საფარველში "ქართული ოცნების" უკიდუესი ცინიზმი აღმოჩნდა. ერთი იმიტომ, რომ თავად ამ პარტიის დამფუძნებლის ქონების წარმომავლობა და მერე ამ ქონების პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა კატასტროფულად გაუჭვირვალეა. მაგრამ, რაც მთავარია, რუსული კანონის პარალელურად, პრორუსი ოლიგარქის პარტიამ უკვე მიიღო ჩასწორება საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც საქართველო ახლა უკვე ოფიციალურად გამოცხადდა შავი ფულის გასარეცხ მანქანად.

ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს არა მხოლოდ ქვეყნის რეპუტაციას ურტყავს, არამედ ერთგვარი ეკონომიკური ოკუპაციაა რუსი ოლიგარქების შავი ფულით. რატომ რუსი ოლიგარქები - იმის გამო, რომ ეს ადამიანები რეალურად კრემლის სისხლიანი რეჟიმის ხაზინადარები არიან, ევროპასა და ამერიკაში გადამალული მათი ქონება დაყადღებულია და კონფისკაციას ექვემდებარება. რაც შეეხება ოფშორებს, იქ ახლაღა იწყება რუსი ოლიგარქების გამოააშკარავება და სანქცირება.

ცხადია, ამ არასახარბიელო პერსპექტივით დამფრთხალ რუსულ შავ ფულს ივანიშვილის პარტია ახალ ჯიბის ოაზისს სთავაზობს საქართველოს სახით. რა უქნა საქართველოს პოლიტიკურ ველსა და დემოკრატიულ განვითარებას ერთმა რუსეთიდან ჩამოსულმა ოლიგარქმა და მისმა ფულმა ხედავთ, ახლა წარმოვიდგინოთ რომ ივანიშვილის გვერდით კიდევ 20-30 ასეთივე ოლიგარქი დგას, მჭიდრო კავშირებით კრემლთან და საკუთარი მილიარდებით საქართველოში.

ნამდვილად არასახარბიელო პერსპექტივაა. მოდით კიდევ უფრო შორს გავიხედოთ - ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ ეს ფული ქვეყანას წაადგება. მაგრამ ამერიკელ, ევროპელ თუ ჩინელ პატისან ბიზნესმენს საქართველოს ხელისუფლება აქ ჩამოსვლის შემთხვევაში ჩვეულებრივ დაბეგრავს. აი ოფშორებში გადამალულ ფულს კი რატომღაც საგადსახადო სამოთხეს პირდება.

დავუშვათ რუსმა ოლიგარქმა ოფშორებიდან საქართველოში მოინდომა საკუთარი იახტის, თვითმფირნავის ან საკოლექციო ნახატების გადმოტანა, ის არაფერს გადაიხდის - აი თქვენ კი თუ 300 ლარზე უფრო ძვირიანი ფეხსაცმელი გამოწიერეთ, აუცილებლად გადაიხდით გადასახადებს. ერთი სიტყვით, ოფშორების ჩასოწრება ძალიან, ძალიან ჰგავს შავი ფულით ქვეყნის ეკონომიკური ოკუპაციის გეგმას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი