
"სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტებზე თავდასხმის ორგანიზებაში პარტიის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას, უფრო კონკრეტულად კი დედაქალაქის მერს ადანაშაულებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მერიის წარმომადგენლებმა მისი აქტივისტები უკანონოდ დააჯარიმეს, შემდეგ კი სცემეს:
გუშინ მოხდა თავდასხმა ჩვენს მოხალისეებზე, რომლებიც აგროვებდნენ ხელმოწერებს საბანკო სესხების პროცენტის განახევრებასთან დაკავშირებით. კალაძემ და მერიის წარმომადგენლებმა ათობით ათასი ლარი გამოგვიწერეს ჯარიმად სრულიად უკანონოდ. ამან რომ ვერ გაჭრა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დააორგანიზონ ფიზიკური თავდასხმები ჩვენს ახალგაზრდა მოხალისეებზე, - ამბობს ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს - დაკავებულია ორი პირი.