"სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს - დაკავებულია ორი პირი

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური გაერთიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" ორი აქტივისტის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ორი პირი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარედ მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-8 სამმართველოს თანამშრომლებმა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი: 1987 წელს დაბადებული გ.ხ. და 1976 წელს დაბადებული პ.ს. დააკავეს. მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ - გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

შსს-მ მოხდარზე გამოძება 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი