აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კიევში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კიევს ეწვია. მის შემადგენლობაში არიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ოთხი წევრი: - "რესპუბლიკელი" თომას კინი და ნატანიელ მორინი, "დემოკრატებიდან" კი ბილ კიტინგი და მადლენ დინი.

როგორც აშშ-ის საელჩო ამბობს, ეს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევი რჩება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შაბათს, 20 აპრილს, უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი