"ქართულ-რუსული ერთობა და სიყვარულია..."ნაჩალნიკი" ვარ" | თბილისში, პუტინისტურ კონფერენციაზე დასასწრებად ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევები შემოვიდნენ

გამოქვეყნდა:

რუსული КГБ-ს  და ФСБ-ს მიერ შექმნილი ინსტიტუტის კონფერენციის ჩატარების ადგილი თბილისში, გასაიდუმლოებულია. მასში მონაწილე პირები სხვადასხვა დროს, წლების განმავლობაში მუშაობდნენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურში.  

კონფერენციის ორგანიზატორია "ევრაზიის ინსტიტუტი" და მისი დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე, ასევე პუტინისტი არჩილ სიხარულიძე. 

ქართულ-რუსული ერთობა, ერთსულოვნება და სიყვარულია...ხომალდის მეთაური ვარ, სადაც ვარ ყოველთვის "ნაჩალნიკი" ვარ...ჩვენ ყველა შემოვიყვანეთ, უამრავი რუსი ტურისტია საქართველოში" ამბობს გულბაათ რცხილაძე "მთავართან" სატელეფონო საუბარში. 

სტუმრების სიაშია რუსეთის მოქალაქე ვალენტინა კომლეევა , რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე, ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა, შესაბამისად დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი

"პირველ რიგში, მე არ მესმის, როგორ მოხვდნენ თბილისში ადამიანები, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ იყვნენ ოკუპირებულ ცხინვალში. როგორც ჩანს, ეს მოხდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევით. ეს უნდა შემოწმდეს, როგორ აღმოჩნდნენ ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. 

რაც შეეხება კონფერენციას, რომელიც ახლა თბილისში იმართება, ეს არის იმ დიდი კონფერენციის ნაწილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რუსეთი ატარებს და ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული კამპანია კრემლის პოლიტიკის გასატარებლად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ანუ, კრემლი მეზობელ ქვეყნებთან, რომლებთანაც ის მეგობრობს, განიხილავს, თუ როგორ უნდა წარიმართოს დიალოგი მომავალში და როგორც ჩანს, ისინი თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლებასთანაც მეგობრობენ.

აქ არის გარკვეული მსგავსება უცხოელი აგენტების შესახებ კანონთან, რომელსაც საქართველოში რუსულ კანონს უწოდებენ, ყირგიზეთს, მაგალითად, კრემლმა პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი მიეღო და ყირგიზეთმაც ეს შეასრულა. საქართველოს, რა თქმა უნდა, კრემლი ამას საჯაროდ ვერ ეტყვის, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს უარყოფით რეაქციას მოსახლეობაში, მაგრამ კანონს თბილისში მაინც განიხილავენ. იგივე ხდება აქაც. საჯაროდ არავინ ამბობს, რომ თბილისში კონფერენცია იმართება და მთავრობაც დაპატიჟებულია, მაგრამ კონფერენცია მაინც იმართება." ამბობს  ფონდ "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელი და ჟურნალისტი  იგორ კუროპტევი. 

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი