რუსულენოვანი დამოუკიდებელი მედიაპროექტი Агентство წერს, რომ დღეს, 22 აპრილს, თბილისში იმართება კონფერენცია - "რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები – 2024. მიზიდულობის ძალები".
მათივე ცნობით, მისი ერთ-ერთი ორგანიზატორია "კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი" (НИИКР) რომელიც შექმნებს რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის, რუსეთის საგარეო დაზვერვის საბჭოსა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლების მიერაა შექმნილი.
НИИКР-ს ვებგვერდზე კონფერენციის შესახებ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ექსპერტები რუსეთიდან და საქართველოდან განიხილავენ თემას - "ტრადიციული ღირებულებები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების ერთმანეთთან დაახლოების ფაქტორი".
საქართველოდან კონფერენციის ორგანიზებაში ჩართულები აირან - "ევრაზიის ინსტიტუტი" და "SIKHA Foundation".
უცნობია ტერიტორიულად სად გაიმართება კონფერენცია, თუმცა ანონსის მიხედვით, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს "ევრაზიის ინსტიტუტის" დირექტორი, გულბაათ რცხილაძე, ასევე, არჩილ სიხარულძე, SIKHA Foundation კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, სიტყვით გამომსვლელებს შორის არიან - НИИКР-ის დირექტორის მოადგილე, ვალენტინა კომლევა, რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის (РАСО) პრეზიდენტი - ევგენი მინჩენკო.