ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გრძელდება. ახალგაზრდების შეკრების ადგილი დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. სტუდენტებმა საკუთარი პროტესტი ტრადიციული სლოგანით გამოხატეს და ირაკლი კობახიძეს აუდიტორიაში დაფაზე წარწერა დაუტოვეს - არა რუსულ კანონს. საპროტესტო აქცია სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით დაიძრა სასტუმრო "ტიფლის პალასისკენ", სადაც დილიდან პრორუსული ორგანიზაციები რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების მონაწილეობით კრემლის ინტერესების გამტარ კონფერენციას ატარებენ.