"ვიღაცამ FB გატეხა" | თერჯოლის მერის წარმომადგენელი რუსული კანონის მხარდამჭერი აქციის "სქრინებზე"

გამოქვეყნდა:

თერჯოლის მერის წარმომადგენელი თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში, მამუკა გოგბერაშვილი Facebook-ზე მიმოწერის "სქირნების" გავრცელების შემდეგ, "ნეტგაზეთთან" საუბარში არ ადასტურებს, რომ 29 აპრილს, "ოცნების" აქციისთვის საჯარეო სექტორში დასაქმებულების მობილიზებას ახდენდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმოწერის მიხედვით, ის თბილისში წასაყვანად ხალხს აგროვებდა. "სქრინების" მიხედვით ის წერდა: 

"ყველას გვაქვს რაღაც მიზეზები, თუმცა როცა საჭიროა უნდა მოვახერხოთ რაღაც, ოჯახიდან ორი რო ხართ დასაქმებული და ერთიც არ წამოვა, მასე არ იქნება".

 

"ნეტგაზეთთან" მამუკა გოგბერაშვილი ამბობს, რომ - "ვიღაცამ ფეისბუკი გატეხა".

ცნობისთვის, 29 აპრილს, "ქართული ოცნება" თბილისში, პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას აანონსებს. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ეს მხარდამჭერების თხოვნა იყო. იხილეთ:

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი