ივანიშვილს მოუწევს დამარცხების აღიარება, დაჯდეს ბერასთან ერთად და დაწეროს კარგი ტექსტი-მურმან დუმბაძე

გამოქვეყნდა:

"ძალა ერთობაშიას" წევრი მურმან დუმბაძე ბიძინა ივანიშვილის აფრთხილებს და მოუწოდებს, არ ჩაერიოს 31  ოქტომბრის არჩევნების შედეგებში. დუმბაძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" წელს ხელისუფლებას დაკარგავს და ამბობს, რომ ამის საფუძველს მას მოსახლეობის განწყობები აძლევს.

"მთავარი არხის ეთერში,  გადაცემა "დღის სტუმარში" ჩართვისას, დუმბაძემ აღნიშნა რომ მოსახლეობას "გადაწყვეტილება მიღებული აქვს" და მათ ცვლილებები სჭირდებათ.

დუმბაძე ამბობს, რომ არავის აინტერესებს "ქართული ოცნების" საარჩევნო სია, რომელსაც მმართველი პარტია დღეს წარადგენს - "არავის არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილი რა პარტიულ სიას წერს იმიტომ რომ არავინ არ კითხულობს, ამაში დიდი გამოცდილება მაქვს, დამიჯერეთ" ამბობს დუმბაძე და პარალელს 2012 წლის არჩევნებთან ავლებს.

მისი თქმით, აუცილებელია "ოცნებამ" მარცხი აღიაროს და ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გზით წავიდეს, როგორც ეს 8 წლის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა - "ამიტომაც დარჩა ის დიდ პოლიტიკაში და არის დიდი პოლიტიკოსი" ამბობს დუმბაძე.

გარდა ამისა, "ოცნების საარჩევნო სიაზე საუბრისას დუმბაძე იმ განსხვავებებზე საუბრობს, რომელიც ახლანდელ მმართველ გუნდსა და 8 წლის წინანდელ კოალიციას შორის იყო.

დუმბაძის თქმით, 2012 წელს სია იწერებოდა ბრძოლის, ოპოზიციაში გატარებული წლებისა და გამოცდილების მიხედვით, ახლა კი მმართველ გუნდში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური წარსული და არც ოპოზიციაში ყოფილან ოდესმე. 

ივანიშვილს მოუწევს დამარცხების აღიარება და მოვუწოდებ რომ დაჯდეს ბერასთან ერთად და დაწეროს ქართულად კარგი ტექსტი, 2020 წლის 31 ოქტომბრის საღამოს 8 საათამდე, ვიდრე ცესკო გამოიტანს შედეგებს" ამბობს მურმან დუმბაძე.

ოპოზიციური ლიდერი 2018 წლის საპრეზიდენო არჩევნებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ამომორჩევლის განწყობა ოპოზიციის მხარესაა და ამას არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგებიც აჩვენებს, როდესაც ოპოზიციურმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ თითქმის მილიონიანი მხარდაჭერა მიიღო.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად და მორალურად დასრულებულია და მას წერტილს დავუსვამთ 31 ოქტომბერს - ამბობს დუმბაძე "დღის სტუმარში" საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი