რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - ისინი გეგმავენ მსვლელობასაც, თუმცა ამ დროისთვის არ არის ცნობილი, სად გადაინაცვლებენ ისინი. ადგილზე პოლიციის საგანგებო მობილიზებაა.
მანამდე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებამ დღეს ახალგაზრდების გაღიზიანება გამოიწვია - პოლიცია ამტკიცებს, რომ ბოლო დღეების აქციებზე მოქალაქეების საკმარისი რაოდენობა არ იკრიბება და დღეიდან ქუჩების გადაკეტვას სამართალდამცველები აღარ დაუშვებენ.
იხილეთ ასევე: