ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან მყოფ ახალგაზრდებს შეუერთდა

გამოქვეყნდა:

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიტიკურ სასჯელს 1 წლისა და 1 თვის განმავლობაში იხდიდა და რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს, 24 აპრილს, პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ დატოვა, პარლამენტთან მყოფ ახალგაზრდებს შეუერთდა.

ამ დროისთვის პარლამენტთან აქცია დასრულებულია, თუმცა ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე ისევ რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ საპატიმროს დატოვების შემდეგ ლაზარემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ "ბრძოლა გრძელდება... რუსული კანონი დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი