ლიეტუვის საელჩოს პასუხი "ოცნებას": ევროპარლამენტარები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის საელჩო საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს, რომელმაც განმარტებები მოითხოვა ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებასთან დაკავშირებით. "ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ იმავე საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა ლიეტუვის ელჩის დაბარება.

"ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს; შესაბამისად, ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე.

ლიეტუვა და მისი საელჩო არანაირად არ ეთანხმებიან ძალადობას და გამოხატავენ ნდობას საქართველოს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობებისადმი უზრუნველყონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტური დიალოგის უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით.

ლიეტუვა გულწრფელად იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობათა ისტორიულ ფანჯარას ევროკავშირის გაფართოების განახლებული ძალებით გააქტიურებული პროცესისთვის, განახორციელებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას და შეძლებს სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი