ცესკომ პრორუსული, რადიკალური დაჯგუფება "ალტ-ინფოს" ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია შეაჩერა

გამოქვეყნდა:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრორუსული, ძალადობრივი "კონსერვატიული მოძრაობის", იგივე "ალტ-ინფოს" ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა შეაჩერა. "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში ცესკო-ს წერილის ფოტოს აქვეყნებს. 

წერილში აღნიშნულია, რომ ცესკოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25 აპრილის წერილით ეცნობა, რომ უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "ქართული იდეა" რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას. 

წერილის მიხედვითვე, საჯარო რეესტრმა 23 აპრილს ზემოაღნიშნული საჩივარი წარმოებაში მიიღო და "ვიდრე არ დადგინდება პარტიის რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის ცესკოსადმი რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე უფლებამოსილი პირის კანონიერება, ცესკო ზემოაღნიშნული ვადით აჩერებს საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვას". 

ძალადობრივი "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ეს წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ,,ქართული იდეის,, გაუქმების პროცესიც დაიწყო.

ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს რომლითაც ოცნება ,,ქართულ ოდეას,, აუქმებს, პარტიას რონელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ.

8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრმა "კონსერვატიული მოძრაობა-ალტ ინფოს" რეგისტრაცია გააუქმა. გაუქმების წარმოების დაწყების საფუძველი ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა გახდა, რომელმაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი