"დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ" | მდინარაძის პროპაგანდა

გამოქვეყნდა:

"დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ სენატორების წერილის პასუხად განაცხადა. 

"მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიციირებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომ დაასანქცირებენ ადამიანს, დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით აი, დიდი სიამოვნებით, რომ მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იყოს, რომ კანონმდებელს
კანონის ინიციირებისთვის დაასანქცირებენ", - ამბობს მდინარაძე. 

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების სენატის ორპარტიული ჯგუფი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსულ კანონთან დაკავშირებით და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი