სპეცრაზმელები ჩიტაძის ქუჩაზე განლაგდნენ.
ამ დროისთვის პარლამენტთან ვითარება დაძაბულია - პარლამენტთან, სავარაუდოდ, მხუთავი აირი გაუშვეს. რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ამ დრომდე დაპირისპირებაა.
პოლიცია "ოცნების" მიერ საგანგებოდ მოწყობილ სცენას იცავს და აქციის მონაწილეებს სცენაზე ასვლის საშუალებას არ აძლევს.