"ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველი ოცეული ცნობილია. პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სიაში არაა, მისგან განსხვავებით სიაშია "ოცნების" 2012 წლის სახე და შეუცვლელი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი.
სიის პირველი ნომერი პრემიერი გიორგი გახარიაა, მეორე - პარალმენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ხოლო მესამე ნომრად, თალაკვაძის წინამორბედი, პარალამენტის გადაყენებული თავმჯდომარე - ირაკლი კობეხიძე, რომელმაც 20-ეული თავად წარადგინდა. ხოლო საკუთარი თავი შემდეგნაირად დაახასიათა:
"სიის მესამე ნომერი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი, აქ შევჩერდები, ბევრს არ გავაგრძელებ, გახლავართ მე, ირაკლი კობახიძე"
სრული 20-ეული კი ასეთია:
- გიორგი გახარია - პრემიერმინისტრი (კვლავ პრემიერობის კანდიდატი);
- არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარე;
- ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე;
- თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი;
- მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი;
- კახა კუჭავა - "ქართული ოცნების" საერთაშორისო მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
- გიორგი კახიანი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის წევრი 2013 წლიდან;
- მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
- მაია ბითაძე - თბილისის მერის მოადგილე; გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
- მიხეილ დაუშვილი - ბიზნესომბუდსმენი;
- გიორგი ამილახვარი - სამართლის დოქტორი;
- ვიქტორ სანიკიძე - საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრი;
- მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის მოადგილე;
- შალვა პაპუაშვილი - იურისტი;
- დავით კაჭარავა - საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი;
- ნიკოლოზ სამხარაძე - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
- გიორგი ხელაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
- მარიამ ლაშხი - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
- ბექა დავითულიანი - თბილისის საკრებულოს წევრი.