მობილიზება ქუთაისის ქუჩებში - რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე წამოსაყვანად ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მიკროავტობუსები და ავტობუსები დგას, სადაც საჯარო მოხელეები და მასწავლებლები სიებით გადაჰყავთ.
მათმა ერთმა ნაწილმა ქუთაისი უკვე დატოვა, დანარჩენების შეკრება კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა უმრავლესობა მედიასთან საუბარს გაურბის.
"ლოს-ანჟელესში მივდივარ?," გასასეირნებლად მივდივარ" - ამბობენ "მთავარ არხთან" ისინი. ერთ-ერთი ქალი კი ამბობს, რომ ევროპას რუსეთი ურჩევია.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ორგანიზებით დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის მხარდამჭერი შეკრება გაიმართება, სადაც საზოგადოებას სიტყვით მიმართავს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.
ასევე ნახეთ: