იურიდიულ კომიტეტზე ოპოზიციონერები აღარ იმყოფებიან | ოხანაშვილმა აქუბარდიაც გააძევა

გამოქვეყნდა:

ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ კომიტეტიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ ამჯერად თეონა აქუბარდია გააძევა. ოხანაშვილის გაძევებული ეს უკვე მე-14 ოპოზიციონერია. იქამდე მან დარბაზი თინა ბოკუჩავას დაატოვებინა, უფრო ადრე კი დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, ანი წითლიძე, თაკო ჩარკვიანი, ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, ქეთი თურაზაშვილი. სხდომა პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად დატოვეს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ, "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ, "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ამ დროისათვის დარბაზში ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი აღარ იმყოფება. კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაციები სვამენ, თუმცა ოხანაშვილმა მათ ნაწილსაც დაატოვებინა სხდომა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი