
"ტვ პირველის" 217 თანამშრომლის კორონავირუსის ტესტის პასუხი უარყოფითია. ინფორმაციას ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 სექტემბერს, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია მისი მეუღლეც, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.
საქართველოს პარლამენტმა გუშინვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კონტაქტები თვითიზოლაციაში გადავლენ და ტესტირება ჩაუტარდებათ.