დარბევის, ძალადობისა და დაპირისპირების მიუხედავად, საზოგადოება უკან დახევას არ აპირებს - რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას უერთდება ქუთაისიც.
ქუთაისელი ახალგაზრდები, აქტივისტები, იურისტები, მსახიობები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქის მერიასთან იკრიბებიან. მათ ტრანსპორტირებას, საკვებსა და ღამის გასათევს ემიგრანტები აფინანსებენ.
როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, თვითორგანიზებით რამდენიმე ავტომობილი თბილისის მიმართულებით უკვე წამოვიდა. მალე კი 6 მიკროავტობუსი და 4 ავტომობილი დაიძვრება.
"ძალა ერთობაშია," "არა რუსულ რეჟიმს," "წინ ევროპაში," - აცხადებენ ისინი.
აქცია საღამოს 7 საათზე ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინაც გაიმართება.
ასევე ნახეთ: