
პრემიერმა კობახიძემ ელჩები კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ გამოიწვია დებატებში - განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც რუსული კანონის "სიკეთეებზე" საუბრობს:
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოში მოქმედ ელჩებს, რომლებიც შესაბამის ქვეყნებს წარმოადგენენ, თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, დავსხდეთ საზოგადოების წინაშე და გავმართოთ საჯარო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით" - აცხადებს კობახიძე და პარტნიორებისგან ისევ არგუმენტებს ითხოვს.
მისივე თქმით, დიპლომატები საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოვლენებში ერევიან და ასკვნის, რომ დიპლომატებს რუსული კანონის საწინააღმდეგო არგუმენტები არ აქვთ.
კობახიძემ დიპლომატები დებატებში 17 აპრილს, პირველად კი 14 აპრილს გამოიწვია