პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები , - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თუ ახლა "ოცნების" უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევა ძალაში.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მესამე მოსმენით 19 აპრილს მიიღო.
კანონპროექტით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში. ასევე, ამ კანონპროექტით, საქართველო, შესაძლოა, სანქცირებული რუსი ბიზნესმენებისთვის შავი ფულის გადამალვის ახალი კერა გახდეს.
ინიციატივის თანახმად, თუ პირი საკუთარ აქტივებს ოფშორებიდან საქართველოში გადმოიტანს, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება.
იხილეთ ასევე: