"არ გეშინია რამე რომ მოიწიო?" - ეს არის გზავნილი "ქართული ოცნებიდან", რომელიც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა მიიღო. ოპოზიციური პარტიის ხიდისთავის ზონის უფროსს მმართველი პარტიიდან ემუქრებიან. მუქარის გზავნილზე საგანგებო განცხადება "ევროპული საქართველოს" გორის და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან თარხნიშვილმა გააკეთა.
საუბარია ბატონ ვანიკო ნონიკაშვილზე, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატია საკრებულოში, ქალბატონ ლელა ლუკაშვილზე, რომელიც ოცნების უბნის უფროსია ხიდისთავის ზონაში. სცადეს ზეწოლა განეხორციელებინათ, "შენ თუ არ შეწყვეტ ხალხთან შეხვედრას, აგიტაციას, რაღაც არ მოიწიოო", მე მინდა გავაფრთხილო, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს, ნუ ეთამაშება ცეცხლს მთლიანად ქართული ოცნება, - თქვა ლევან თარხნიშვილმა.
"ევროპული საქართველოს" ზონის უფროსი, შალვა ქვრივიშვილი ამბობს, რომ გაურკვევლია რას ნიშნავს მუქარა, "რაზე უნდა დაიჭირონ".