5 დღე სასწავლო პროცესის დაწყებამდე და პანდემიისთვის მოუმზადებელი სკოლები. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება 100-მდე საჯარო სკოლამ ვერ შეძლო - შრომის ინსპეციამ 1500 სკოლიდან სასწავლო პროცესის დაწყების უფლება 820 სკოლას მისცა.
"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ სახელმწიფოს მომდევნო სასწავლო წლისთვის იმ დღიდან უნდა ეზრუნა, როდესაც დისტანციური სწავლება გამოხცხადდა.
სახელმწიფოს უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ეს პანდემია ვერ დამთავრდებოდა ერთ და ორ თვეში, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა იყო, და ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც მან დისტანციური სწავლება გამოაცხადა, უნდა დაეწყო ზრუნვა მომდევნო სასწავლო წლის გამართულად დაწყებისთვის, ნაცვლად ამისა, მივიღეთ ის, რომ აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია სახელმწიფოს, - ამბობს მარიამ რამინაშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ 15 სექტემბრამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულება შემოწმდება და ნებართვებიც გაიცემა.
ექსპერტები კი ამბობენ, რომ რამდენიმეთვიანი პაუზა, ხელისუფლებამ საგანგამთლებლო სექტორის მოსამზადებლად და სასწავლო პროცესის დასაწყებად ვერ გამოიყენა. მათივე თქმით, ქვეყანა სწავლის დაწყებასაც და მეორე ტალღასაც ისევ მოუმზადებელი შეხვდა, რადგან ინტერნეტით გაკვეთილების ჩატარების შემთხევაში, ბევრი სკოლა პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში: