არჩევნების თარიღის შეცვლა კატეგორიულად არ დგას დღის წესრიგში - გახარია

გამოქვეყნდა:

 პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში გაზრდილი ინიფცირებულთა რაოდენობის მიუხედავად დაგეგმილი არჩევნების თარიღის შეცვლა კატეგორიულად არ იგეგმება. ამ თემაზე კითხავს მან მთავრობის ბრიფინგზე უპასუხა.

არჩევნების თარიღის შეცვლა, რაიმე სახით საარჩევნო პროცესზე ცვლილებები დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას, ისევე როგორც არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება, — თქვა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 917;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 354;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი