"სახლთან დახვდა 6 ადამიანი... ხელკეტებით იყვნენ და სახეს ვირთხებივით მალავდნენ" | ზურა ჯაფარიძე ბორის ჩელე ყურუაზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"სახლთან დახვდა 6 ადამიანი... ხელკეტებით იყვნენ და სახეს ვირთხებივით მალავდნენ", - ამის შესახებ "მთავარ არხთან" ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საუბრობს, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში თანაპარტიელის მოსანახულებლად მივიდა. 

"სახლთან დახვდა 6 ადამიანი თვითონ რაც დათვალა, შეიძლება მეტნი იყვნენ. იყვნენ ხელკეტებით შეიარაღებულები და პირბადეებით. სახესაც მალავენ, როგორც ვირთხები. გაუსწორდნენ ფიზიკურად, ამანაც ურტყა, ცხადია. გაგრძელება არის იმ ტერორის, რაც რამდენიმე დღე "ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო ქვეყანაში - სინამდვილეში ამის შედეგი იქნება საპირისპირო. დაამტავრებენ ძალიან ცუდად, ყველა შემთხვევაში დაამთავრებენ ძალიან ცუდად... მესამე დღეა რეკავენ და ყველას ემუქრებიან, არამარტო პოლიტიკოსებს, არამედ ჟურნალისტებთანაც, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პლუს ყველას ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვნებთანაც რეკავენ და ყველას ემუქრებიან. ყველას, ბებია, ბაბუა, შვილი, ყველას...  - ამბობს ჯაფარიძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი