არა რუსულ კანონს! | დღეს აქცია რუსთავშიც გაიმართება

გამოქვეყნდა:

რუსთავში დღეს, 19:00 საათზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. მოქალაქეები ჯერ რუსთავის მერიის მიმდებარედ შეიკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე გადაინაცვლებენ.

 

"აქცია რუსული, დამანგრეველი კანონის წინააღმდეგ! შეკრება გაიმართება რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსურველები გამოთქვამენ თავიანთ აზრს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ავტომსვლელობით დავიძვრებით თბილისისკენ, შევუერთდებით პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას," - წერენ აქციის ორგანიზატორები.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი