ბიზნესასოციაიციის მოწოდება "ქართული ოცნების" მთავრობას. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის მთავრობას მიმართავენ, სასწრაფოდ გაიწვიონ რუსული კანონი, რადგან საზოგადოების დაპირისპირების გარდა, ის მძიმე შედეგის მომტანი იქნება უცხოელი პარტნიორებისა და დონორებისთვის.
"კანონი, რომელმაც უდიდეს ვნებათაღელვა გამოიწვია, ჩვენს საზოგადოებაში, პირდაპირ გეტყვით, ნამდვილად სიკეთეს ვერ მოიტანს. ჩემი მოსაზრება არის. ის მხოლოდ და მხოლოდ, გაზრდის პოლარიზაციას, გაზრდის დაპირისპირებას და აქ, იცით რა არის, პირდაპირ გეტყვით, აბსოლუტურად გულისტკივილით და წუხილით, რომ არავინ არ დარჩება მოგებული. კანონის მიღებამდე, რეალურად, უკვე დაიძაბა სიტუაცია, უკვე დაიძაბა სიტუაცია, უკვე გაიზარდა და მე ვიტყოდი, რაღაც უკვე კატასტროფულ სახეს იღებს ეს პოლარიზაცია. ჩვენ გვაქვს ერთი თემა ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება", - ამბობს საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე.
"ჩვენ ახლა ძალიან კრიტიკულ მომენტში ვართ და გერმანიის ბიზნესასოციაციის სახელით მინდა გამოვთქვა აზრი: ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკურ მოვლენებში არ ვერევით. მე ამას ვუყურებ ძალიან პრაგმატული კუთხით: ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ამ ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ყველა წევრი გადაწყვეტილებას იღებდა ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებით. 5 თვის წინ, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ყველა ზეიმობდა. ახლა კი, სამწუხაროა, რომ ასე მცირე პერიოდში ყველაფერი ასე სწრაფად შეიცვალა. თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის სწორი განვითარება, ევროინტეგრაციის გზას არ უნდა ავცდეთ. უნდა გითხრათ, რომ უამრავი შეკითხვა მომდის ჩვენი აქციონერებისგან, უცხოელი პარტნიორებისგან და წარმოიდგინეთ რა მოხდება, როდესაც ამ კანონს მიიღებენ", - ამბობს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საშა ტერნესი.