ხელისუფლება "გირჩის" კამპანიის ჩაშლას ცდილობს - პარტიის მოწვეულ არტისტს ქვეყანაში არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

"გირჩში" ამბობენ, რომ ხელისუფლება მათი წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას ცდილობს. ამ წუთებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ცდილობს, მათ მიერ მოწვეული არტისტი ქვეყანაში შემოიყვანოს, თუმცა ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.

პარტიამ მუსიკოსი გერმანიიდან საარჩევნო შეხვედრების მუსიკალური გაფორმებისთვის ჩამოიყვანა და მის შემოშვებაზე არსებობდა წინასწარი შეთანხმება, თუმცა ამის მიუხედავად, მას აეროპორტის დატოვების უფლებას არ აძლევენ.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხვალ საღამოს არის პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიება და ერთ-ერთი დიჯეი ჩამოვიდა. მისივე თქმით, აეროპორტიდან, მოწვეული არტისტის გარდა, ყველა მგზავრი გამოუშვეს. ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკურ აქტივობაში ხელის შეშლაა. 

ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი