
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონი მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება.
„ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქნება მესამე მოსმენით განხილვა, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია," - თქვა პაპუაშვილმა [IPN].
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები დღეს, 12 მაისს საღამოს 22 საათიდან პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს გაათევენ და პროტესტით შეხვდებიან ორშაბათს დაანონსებულ საკომიტეტო მოსმენას. იურიდიული კომიტეტის სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული.