"მონებო, რუსებო" | პარლამენტში "ოცნების" დეპუტატები შეძახილების ფონზე შედიან

გამოქვეყნდა:

"მონებო, რუსები" - პარლამენტში "ოცნების" დეპუტატები შეძახილების ფონზე შედიან. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა, პოლიცია. 9 საათზე უნდა დაიწყოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც რუსული კანონი უნდა განიხილონ.

მანამდე აქციაზე დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დააკავეს. 

"მთავარი არხის" კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ აქციის მონაწილეს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაკავების დროს მას თავში ურტყამდნენ. მანამდე პოლიციამ კიდევ ერთ მოქალაქეს სცემა, ისინი სამართალდამცავებმა მათი კორდონის მხარეს შეათრიეს, კადრები ჩანს, რომ შემდეგ მას რამდენიმე პირი ურტყამს. 

იხილეთ ასევე:

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია "გაუთენე საქართველოს" 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი