
მესამე მოსმენა - არა რუსულ კანონს! - 14 მაისს, 10:00 საათიდან პარლამენტთან აქცია განახლდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
"ვიკრიბებით დილის 10 საათიდან. პარლამენტის სხდომა დაიწყება 12:00-ზე," - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" რუსულ კანონს მესამე მოსმენით დღეს, 14 მაისს განიხილავს. პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.