ქუთაისში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში 1200-მდე ჩატარებული ტესტიდან კორონავირუსი 21-ს დაუფიქსირდა. ინფიცირებულებს შორის უმეტესობა 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგების ოჯახის წევრები არიან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რიცხვები საგანგაშო არ არის და მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის საშიშროება დღის წესრიგში არ დგას.

დაგვიფიქსირდა 21 შემთხვევა ბოლო 24 საათში, კარგია ის რომ დინამიკა არის კლებისკენ, რაც მიუთითებს რომ ვაკონტროლებთ სიტუაციას- ამბობს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს. ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში ვირუსი 21 თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა შორის არიან  დირექტორი და მისი მოადგილე.

კორონავირუსი ასევე 10 სექტემბერს ქუთაისის მერიის თანამშრომელსაც დაუდასტურდა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 075;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 363;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი